ახალი ამბები

თელავში 73 წლის მამაკაცი, რომელიც ტიტებს ყიდიდა 3000 ლარით დააჯარიმეს

თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტებს ყიდიდა, პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა.

მისი თქმით, ტიტების გაყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრისთვის წამლის და საჭმელის საყიდელი ფული მოეგროვებინა.

„9 ტიტა გავყიდე, 6 ლარი გამომივიდა და 3000 ლარით დამაჯარიმეს. პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, წამლის საყიდელი ფული არ მაქვს მეთქი, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, – ამბობს მეყვავილე მიშა ყარაულაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გარევაჭრობა აკრძალულია.

,,ამ სიტუაციაში გარევაჭრობა აკრძალულია. მამაკაცი წესების დრღვევის გამო დაჯარიმდა. ვინც კანონს არღვევს, ბუნებრივია ჯარიმდება”,- განაცხადეს სამინისტროში.

ფოტო: mak.ge