ახალი ამბები

კელი დეგნანი – აშშ საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის

ამერიკის შერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა რომ ამერიკის შეეეთებული შტატები საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია.

აშშ-ის ელჩის ინფორმაციით, საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს.

,,დღეს, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ამერიკის შეეეთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. აშშ-ს დავაადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით, მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში”, – განაცხადა ელჩმა.