ახალი ამბები

ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვის სამუშაოები თელავში- ფოტორეპორტაჟი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით მორეცხვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროსცესში ჩართულია თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და სახანძრო – სამაშველო ტექნიკა.

ქალაქის ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება ყველა ის ცენტრალური ქუჩა, სადაც ყოველდღიურად მოქალაქეთა დიდი ნაკადი მოძრაობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ქუჩების დამუშავების პარალელურად, მერიის კეთილმოწყობის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს.