ახალი ამბები

კახეთში 11 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 11 მოქალაქის ანალიზებიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ნიმუშები

საკარანტინო ზონიდან და ე.წ ცხელების ცენტრებიდან გუშინ აიღეს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ადასტურებს.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 15 პაციენტის ანალიზს გაგზავნიან. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის სამ საკარანტინო ზონაში 414 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 2 ადამიანი რჩება. სპეციალისტების მეთვალყურეობა 1 ადამიანს მოეხსნა.