ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის ნაწილს აგრესიული ტესტირება ჩაუტარდება

აგრესიული ტესტირება პენიტენციურ, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს და საეკლესიო პირებს, მათ შორის მონასტრებში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდება.

ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფისთვია COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები უკვე დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

„თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი. ასევე უნდა აიღონ ცხვირ-ხახის ნაცხი ანტიგენის ან პჯრ კვლევისთვის. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ტესტირება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.