ფოტოხაფანგმა ვაშლოვანში ღამით მოსეირნე მაჩვზღარბა დააფიქსირა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფოტოხაფანგმა ღამით მოსეირნე მაჩვზღარბა დააფიქსირა.
მაჩვზღარბას მთავარი დამახასიათებელი ნიშანია გრძელი ნემსებით დაფარული, თითქმის მთელი სხეული. იკვებება მცენარეების თესლებით, ფოთლებითა და ხე-მცენარის ქერქით.
საქართველოში მაჩვზღარბას ვაშლოვანის ეროვნულ პარკში და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვხვდებით.