სიღნაღში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 1 მოქალაქე დააჯარიმეს
სიღნაღში თვითიზოლაციის რეჟიმი ერთმა მოქალაქემ დაარღვია, რის გამოც ის 3000 ლარით დაჯარიმდა.
ის იძულებით კარანტინში უკვე გადაიყვანეს. მას ჰქონდა კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკ ჯგუფის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, რის გამოც უნდა დაეცვა შიდაიზოლაციის რეჟიმი.
სიღნაღის მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 12 პირი რჩება.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მათ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, რაც როგორც ჯანმრთელობის მგომარეობის, ასევე თვითთიზოლაციის წესების დაცვის შემოწმებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში მყოფი 12 პირიდან ყველა ჯანმრთელია და კოროვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.