,, DMO Visit Kakhet” – მა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის 10 000 ლარი გამოყო
კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციამ “DMO Visit Kakheti” კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის 10 000 ლარი გამოყო.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა კახეთში მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებით მიზნით დაიხარჯება.
,,ორგანიზაცია არსებული ვითარებიდან გამომდინარე საკუთარი სახსრებიდან, საგამოფენო, სამივლინებო, სატრანსპორტო ხარჯებიდან დანაზოგით 10000 ლარს, ასევე საკუთარ ადამიანურ რესურსებსაც, მიმართავს და ჩაერთვება ყველა იმ ღონისძიებაში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის, და კახეთის რეგიონში, სიტუაციის ხელშეწყობასა და სტაბილიზაციისათვის”, – აცხადებენ კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციაში.