უძველესი მარან-მუზეუმი თელავში
2005 წლიდან თელავში უძველესი მარან-მუზეუმი დამთვალიერებლების დიდ დაინტერესებას იწვევს.
ტურისტული ობიექტის მფლობელი დიმიტრი გაგუნაშვილი განმარტავს, რომ მარან-მუზეუმში დაცულია უძველესი, I-II საუკუნეებით დათარიღებული ნივთები, რომლებიც თავად შეაგროვა. დიმიტრი ამბობს, რომ ის აგრძელებს წინაპრების დაწყებულ საქმიანობას.
ვრცლად ნახეთ ჩვენი ვიდეო რეპორტაჟი უნიკალურ მარან-მუზეუმზე.
ავტორები:
მარიამ ოქროცვარიძე
თორნიკე ხალხელაური