საგარეჯოს მერიამ იორმუღანლოში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ იორმუღანლოს თემში საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის და მოსახლეობის ინფორმირებისთვის, აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდა სპეციალური ფლაერები, რომელიც მოსახლეპბის თავშეყრის ადგილებზე გაიკრა და უბნებში დარიგდა.
,, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან და კრიზისების მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად, ვირუსის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მსოფლიო ჯანდაცვისა და მთავრობის რეკომენდაციები ადგილზე გააცნო, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი სპეციალური განცხადებები სოფლის წარმომადგენლებს გადასცა და მოქალაქეებს თავშეყრისგან თავისარიდებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა”, – განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოსახლეობის თვითმკურნალობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
,, მერიის თანამშრომლები ასგილზე იყვნენ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საგარეჯოს ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად. ასევე გავესაუბრეთ სოფელში მცხოვრებლებს, ამბულატორიის და ოჯახის ექიმებს გავესაუბრეთ. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადეს მერიაში.