ახალი ამბები

თელავში ორი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი

თელავის მუნიციპალიტეტში ორი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორივე საკარანტინო სივრცე კერძო სასტუმროშია მოწყობილი. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი საკარანტინო სივრცე სოფელ იყალთოში სასტუმრო,, სავანეთშია” შექმნილი, სადაც პარიზი-თბილისის 50-მდე მგზავრია განთავსებული. მეორე სივრცე კი, სადაც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული პირები საკარანტინო პერიოდს გაივლიან, თელავში მდებარე სასტუმრო კომპლექსი ,,შატო მერეა”. ამ ეტაპზე “შატო მერეში” 24 – მდე პირი გადის საკარანტინო პერიოდს.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების განმარტებით, ორივე საკარანტინო ზონაში მოქალაქეების რაოდენობა ყოვდღიურად იცვლება.

 

ავტორი: მაკა ხაზიური