ახმეტაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ახმეტაში მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს. ადგილობრივებმა ახმეტა-თელავის ცენტრალური გზა მათივე კუთვნილი ავტომობილებით გადაკეტეს. ისინი მათ მიმართ გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხევიდან ქვიშის და ქვა-ღორღის ამონტანის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ასეთ შემთხვევაში კი ჯარიმებს უსამართლოდ და შერჩევითი პრინციპით უწერენ.
მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და და შესაბამისი სამსახურიას თანამშრომლები ხვდებიან. შეკრებილები ამბობენ, რომ თუ გარემოს დაცვის ინსპექცია დამოკიდებულებას არ შეცვლის, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.