კორონავირუსის საფრთხის გამო თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
კორონავირუსის საფრთხის გამო, თელავში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა.
უწყების ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.