ახალი ამბები

სოფელ აკურის ტყეში ხანძარი გაჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობლიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.