სოფელ მატანში ტყის მასივი იწვის
ამ წუთებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ტყის მასივი იწვის.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და შემდეგ ტყის მასივზე გავრცელდა.
ტერიტორია, სადაც ხანძარია რთულად მისასვლელია, ამიტომ მეხანძრე- მაშველების ორი ეკიპაჟი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ასევე ჯერ ცნობილი არ არის, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.
ავტორი: მაკა ხაიზური