ძლიერმა ქარმა თელავში ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია
თელავში, ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია.
როგორც თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლები knews-სთან აცხადებენ, ბოძი დაზიანებული იყო, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა. knews-ს ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
თელავში მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარია. ამ დრომდე ელექტრონერგია არ მიეწოდება ალაზნის გამზირისა და კავკასიონის დასახლებას.