სოფელ ახაშნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია – ფოტორეპორტაჟი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ახლოს ტყესთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის ლოკალიზებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ.
,,ცეცხლი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე არსებულ ტერიტორიაზე იყო გაჩენილი. ძირითადად ბალახს და ხეებს ეკიდა”,– აღნიშნეს KNEWS.GE-სთან საუბრისას ადგილობრივებმა.
როგორც KNEWS.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია, თუმცა 20 მეხანძრე-მაშველი ადგილზე ისევ რჩება და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.