ვინ არიან თელავში ავარიის შედეგად გარდაცვლილები?
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსსვერპლა.
გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში მცხოვრები ზურა აივაზაშვილი და თორნიკე წველებაშვილი არიან.
სოფელ სანიორეში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახალგაზრდები ქორწილიდან სახლში მიდიოდნენ, რომლის დროსაც ავარია მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალური საავადმყოფოში გადაიყვანა. ის რეანიმაციულ განყოფიელებაში მკურნანლობს. მედიკოსების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცხლის მოსპობა გამოიწვია.