უფუნქციო შენობები თელავში – ფოტორეპორტაჟი
თელავში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობების ბედი დღემდე გაურკვეველია. ნაწილს კერძო მესაკუთრე ჰყავს, ნაწილი კი სახელმწიფოს კუთვნილებაა. ნახეთ Knews-ის ფოტორეპორტაჟი.


მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობა თელავის თეატრის გვერდით.
knews.ge


უფუნქციო სპორტის სასახლე თელავში.
knews.ge


თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციადაკარგული კორპუსი ქალაქის გასასვლელში.
knews.ge


ყოფილი „ინტურისტის“ შენობა თელავში. შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული და ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა. 2018 წელს, კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ შენობის დემონტაჟი დაიწყო, თუმცა სამუშაოები გაჩერებულია. knews-ის ინფორმაციით, ,,ინტურისტის“ ტერიტორიაზე, 130 ნომრიანი, ახალი სასტუმრო აშენდება.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური

