თელავში ლოტბარი ჯემალ ჩოთალიშვილი გარდაიცვალა
თელავში კახური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი ჯემალ ჩოთალიშვილი გარდაიცვალა.
მომღერალს მისი მეგობრები იხსენებენ.
,,გარდაიცვალა ძველი თელავის გუნდის ბოლო წარმომადგენელი, კახური სიმღერის უბადლო მცოდნე და დიდი გულშემატკივარი, ჩვენი მეგობარი და მასწავლებელი ჯემალ ჩოთალიშვილი. ის წლების მანძილზე გადმოგვცემდა ცოდნას თელავური სიმღერის შესრულებასა და მოამაგეებზე. მადლობა მას დიდი სითბოსთვის, სიყვარულისთვის და იმ დიდი მზრუნველობისთვის, რასაც ის იჩენდა ჩვენ მიმართ’‘, – აცხადებენ გარდაცვლილის მეგობრები.