ახალი ამბები

კისისხევის გამოქვაბულები – კლდეში ნაკვეთი ქალაქი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კისისხევი გამორჩეულია ისტორიული ძეგლების სიმრავლით.

აქ ნახავთ უამრავ გამოქვაბულს, ციხე-კოშკებს და  საიდუმლო გვირაბებს, რომლითაც ერთ დროს კისისხევი წინანდალსა და სხვა სოფლებს უკავშირდებოდა.

ისტორიის მკვლევარი, გიორგი ლაფაური განმარტავს, რომ სოფელში 100-მდე ისტორიული ძეგლია, რომელთა შორისაც გამოარჩევთ კლდეში ნაკვეთ ქალაქს, სადამდე მიახლოვებაც ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგან იქამდე მიმავალი ერთადერთი გზა განადგურებულია.

,,კისისხევში, ტყეში არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომლის არქიტექტურა უნიკალურია. გამოქვაბულები რამდენიმე იარუსიანია და სხვა გამოქვაბულებს უკავშირდება. იქ მოწყობილი იყო ეკლესიები, წყლის სისტემა და ჭა”,– განაცხადა გიორგი ლაფაურმა.

დამატებით ფოტოები იხილეთ ლინქზე