ახალი ამბები

DMO Visit Kakheti-მა აჭარელი გიდები ღვინის ტურიზმის კუთხით გადაამზადა

კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია”DMO Visit Kakheti”-მ ამერიკის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მომუშავე 25 გიდი ღვინის ტურიზმის მიმართულებით გადაამზადა.

გიდები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გადამზადდნენ.
ტრენინგის მონაწილეებს როგორც თეორიული ცოდნა მიიღეს, ასევე კახეთში მოქმედ საოჯახო მარნებსა და ღვინის საწარმოებში პრაქტიკული სწავლება გაიარეს.

“DMO Visit Kakheti”-ს საინვესტიციო დირექტორი მალხაზ ჭრელაშვილი აცხადებს, რომ ტრენინგი ხელს შეუწყობს კახეთის და ღვინის ტურიზმის შესახებ ვიზიტორებისთვის ინფორმაციის სწორად მიწვდას, რაც შემდეგში რეგიონში ტურისტების გაზრდას შეუწყობს ხელს.

,,ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკის განვითარების სააგენტოსთან ერთად. ამისთვის ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში და გავიმარჯვეთ. ის აჭარაში მომუშავე გდების კახეთში მასპინძლობას ითვალისწინებდა. პროექტის მონაწილეები გადამზადდნენ ღვინის ტურიზმის კუთხით.

ეს უშუალოდ დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ ჩვენი ორგანიზაციის და ღვინის ტურიზმის განვითარებაში. ასევე ეს დადებითად იმოქმედებს ვიზიტორების სწორად ინფორმირებაზე, რომლებიც შემდეგ კახეთს ესტუმრებიან,- განუცხადა Knews.ge-ს მალხაზ ჭრელაშვილმა.