101 წლის შალვა კუპატაძე სოფელ ფშავლიდან -ფოტორეპორტაჟი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები სამამულო ომის ვეტერანი შალვა კუპატაძე 101 წლის გახდა. იგი 1919 წელს დაიბადა. შალვა კუპატაძე ამბობს, რომ ცხოვრების რთული გზა გაიარა, იმყოფებოდა ომში, სადაც საყვარელი მეგობრები დაკარგა.
ომიდან რამდენიმე ათეული წლის გასვლის შემდეგაც ამბებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს და ამბობს, რომ ომი სიბოროტეა და ქვეყანამ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ის ასაკის მიუხედავად ახლაც უვლის თავის ვენახს და ვაზს. ომის ვეტერანი აღნიშნავს, რომ უსაქმოდ გაჩერება არ შეუძლია.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური