გამოკითხულთა 70% პროპორციული არჩევნების ჩაგდებას უარყოფითად აფასებს – NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70% პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს.
კვლევაში მონაწილეებს თავდაპირველად ჰკითხეს, იცონენ თუ არა მათ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა დაპირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციული არჩევნების შესახებ მხარი არ დაუჭირა. ამ კითხვაზე მოსახლეობის 59%-მა უპასუხა, რომ ამის შესახებ იცოდა.
იმ ადამიანებს შორის კი, ვინც იცოდა, რომ „ოცნებამ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებას 70% უარყოფითად აფასებს.
კვლევა 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ – და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.