გომბორის გზაზე ავტოტომობილების მოძრაობა შეიზღუდა
თოვლისა და ლიპყინულის გამო თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა.
როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსმა განუცხადა, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და იმ ავტომობილებისთვის, რომლებსაც ზამთრის საბურავები აქვთ.
თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
“გომბორის უღელტეხილზე გუშინ თოვლი მოვიდა. მთელი ღამის განმავლობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.
გზაზე ტექნიკური მარილი დაყარეს. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და ზამთრის საბურავებით.
ეს შეზღუდვა მოქმედებს განსაკუთრებით იმ მანქანებზე, რომლებსაც აქვთ კაპრონის ან გაცვეთილი საბურავები”, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა.