სოფელ კახიფარში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ,,მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოცურდა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა და განათების ბოძს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური