თელავის ისტორიულ მუზეუმში სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა
თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, საქართველოს ეროვნული გვარდიის 20-ე კადრირებული ბრიგადის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 62 სამხედრო მოსამსახურის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და ფიცის დადების დღე საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცა.
ღონისძიებას ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ.