მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კახეთის რეგიონში ახალი პროექტი დაიწყო
მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდების მიზნით კახეთის რეგიონში ევროკავშირის ახალი, ორწლიანი პროექტი განხორციელდება.
პროექტს მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSCAT) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ადგლობრივ სამოქალაქო ორგანიზაცია „მედია ცენტრ კახეთთან„ პარტნიორობით განახორციელებს.
ინფორმაცია რეგიონის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პროექტის კოორდინატორმა სალომე სიჭინავამ წარუდგინა:
„წინანდალში, მედია ცენტრი კახეთის მიერ ჩატარებული წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის დროსაც მოხდა ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერის დოკუმენტის პრეზენტაცია, ერთგვარად ეხმიანება ამ ახალ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის. ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტში კარგად არის აღწერილი ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს მუნიციპალიტეტები დგანან.
მნიშვნელოვანია, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა, კარგ შედეგს გამოიღებს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს სერვისები იყოს ყველასთვის ხელისაწვდომი და მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული”,- განუცხადა Knews.ge-ს სალომე სიჭინავამ.