სიღნაღის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულების დაფინანსება 60 000 ლარით გაიზარდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტმა 8 მილიონ 930 ათასი ლარი შეადგინა. პრიორიტეტულ მიმართულებებს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მალხაზ ბეგიაშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან გაიზარდა სოციალური და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დაფინანსება წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 656 ათასი ლარი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 1 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა. 2019 წელთან შედარებით 2020 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 60 000 ლარამდე, სკოლამდელი განათლების დაფინანსება კი 120 000 ლარამდე.
ინფრასტრუქტურული პროექტები 3 მილიონ ნახევარი ლარით დაფინანსდება რეგფონიდან. ეს მოიცავს სკოლების რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, სტიქიის პრევენციას, საბავშვო ბაღების და ამბულატორების რეაბილიტაციას და სასმელი წყლის ხარისხის და სისტემის გაუმჯობესებას’’,- განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ბეგიაშვილმა.