სოფელ ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ერთსართულიანი სახლი დაიწვა.
ხანძარი სავარაუდოდ ელექტროენერგიის გაუმართავმა შიდა გაყვანილობამ გამოიწვია. ხანძრის ქრობას თელავისა და გურჯაანის სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი ცდილობდა.
„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც კი ვერ შეძლეს. თავშესაფრის გარეშე სამი ადამიანი დარჩა“, – განაცხადა სოფელ ვაზისუბანში გურჯაანის მერის წარმომადგენელმა, გიორგი სოლომნიშვილმა.