ახალი ამბები

სიღნაღში 4 ადგილი საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპრივატიზებო რუკის მიხედვით, სიღნაღში 4 ადგილის პრივატიზება იგეგმება.

უწყების ინფორმაციით, საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა
ქალაქ წნორში 7 806 კვ.მ ფართობი, რომლის დანიშნულებაა სამრეწველო ან სასაწყობე ობიექტის მოწყობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 47 582 ლარია.

ქალაქ წნორში ასევე იგეგმება 4 639 კვ.მ ფართობის გაყიდვა, სადაც სამრეწველო ან სასაწყობე ობიექტის მოწყობა იქნენბა შესაძლებელი. აუქციონის სავარაუდო საწყისი ღირებულება 52 571ლარით განისაზღვრება.

მთავრობის გადაწყვეტილებით სიღნაღში 5 000 კვ.მ ფართობიც გასხვისდება, რომლის დანიშნულებაა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 35 000 ლარი იქნება.

საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა მოხვდა ასევე სიღნაღში 13 000 კვ.მ ფართობი. მისი დანიშნულებაა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ღირებულება 281 763 ლარს შეადგენს.

მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღის ფარგლებში სულ 117 ობიექტს გაყიდის, რომლის საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.

კახეთის რეგიონში საპრივატიზებო ნუსხაში ჯამში 19 ადგილი მოხვდა.