ახალი ამბებითვითმმართველობა

თელავის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით ინტრასტრუქტურის მიმართულებაზე 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული

თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 მილიონ ლარს აღწევს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული მიმართულება 7 მილიონი ლარით დაფინანსდება.

,,ინფრასტრუქტურის მიმართულებაში შედის გზები, წყლების და სხვა პროექტების და სისტემების მოვლა-შენახვა. ესენია: საგზაო, სანიაღვრე აეხები, წყალმომარაგება, ამხანაგობების პროგრამების დაფინანსება, გარეგანათება და სხვა”,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით მომავალ წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიონნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯება.