კომუნიკაცია – მთავარი პრობლემა ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის
კახეთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა რეგიონულ ოფისი ბენეფიციარებისთვის ერთადერთი შეკრების ადგილია, სადაც ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან.
ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა, რადგან საჯარო და კერძო დაწესებულებებში ჟესტების ენით არავინ საუბრობს. მათი ერთადერთი დამხმარე თარჯიმანი მაია რაზმაძეა.
კახეთის მასშტაბით ყრუ და სმენადაქვეითებულთა კლუბში სულ 150-მდე ადამიანია რეგისტრირებული.