დედოფლისწყაროში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ავტოავარიის შესახებ, რომლის დროსაც 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მძღოლის ვინაობაა დადგენილი და მისი გამოკითხვა უკვე მოხდა.
უწყების ინფორმაციით, მისი ბრალეულობის დასადგენად, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება.
შეგახსენებთ, სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ის მოპედს მართავდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მასთან მყოფი მეორე არასრულწლოვანი დაშავდა. მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.