ლატვიის ელჩი თელავს ესტუმრა
საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოფიციალური ვიზიტით დღეს თელავში იმყოფებოდა.
ინგრიდა ლევრენცე კოლეჯ ,,პრესტიჟში” საგანმანათლებლო დაწესებულების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
ელჩმა შეხვედრაზე თელავსა და ლატვიის ქალაქებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის პარალელურად კოლეჯში გაიხსნა გამოფენა, სადაც სპეციალური სტენდების საშუალებით მსურველებს შეეძლებათ ლატვიის ისტორიას გაეცნონ.
,,თელავის და ლატვიის ორი ქალაქი არის დამეგობრებული, ეს არის მეგობრობა არა მხოლოდ ქალაქებს შორის, ასევე არის კოლეჯების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კოლეჯის დირექტორთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე და კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ვუშუამდგომლოთ და დავეხმაროთ ამ კოლეჯისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების კომუნიკაციის გაღრმავებას ლატვიაში მოქმედ დაწესებულებებთან, რომ ეს ურთიერთობები არ იყოს ფორმალური, უფრო გაღრმავდეს და მივიდეს კონკრეტულ შდეგებამდე.
რაც შეეხება გამოფენას, წარმოდგენილია 10 სტენდი, სადაც ასახულია ლატვიის ისტორია და სხვადასხვა მოვლენა. ეს ყველაფერი ქართულ ენაზეა და ვფიქრობ, რომ ამ კოლეჯის სტუდენტებს და სხვა სტუმრებს ამ ექსპოზიციების ნახვის შემდეგ გაუჩნდებათ სურვილი იუფრო მეტი შეისწავლონ ლატვიის შესახებ და ესტუმრონ ლატვიას”,- განუცხადა knews.ge-ს ინგრიდა ლევრენცემ.