თელავში ახალი პროგრამის “DRIVE Democracy” განხორციელება იწყება
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით იწყებს ახალი პროგრამის “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის” (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy) განხორციელებას.
ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე ამბობს, რომ პროგრამის მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირება და გაძლიერება, მათი საჭიროებების წინა პლანზე წამოწევა, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივი გაუჯობესება და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების/საჭიროებების გათვალისწინება.
პროექტი, ასევე, მიმართულია პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში.
,,პროექტში მონაწილეობისთვის ცხადდება აპლიკაციების მიღება თელავში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.
პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებსა და სამოქალაქო კონგრესებში.
[აპლიკაციის](https://docs.google.com/…/1FAIpQLSd…/viewform…) შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ნოემბერი”,– აცხადებს ნიკოლოზ შარვაშიძე.
პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID) აფინანსებს.