ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 86 წლის ომარ გამყრელიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
სოფელ ყანდაურაში 5 პირის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 86 წლის ომარ გამყრელიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეუცვალა. ომარ გამყრელიძეს 2000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, ის პატიმრობაში რჩება.
თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეები და საგარეჯოს პოლიციის ორი დეტექტივ- გამომძიებელი დაიკითხა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება. მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.