ახალი ამბები

სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია.

ლაგოდეხის მერის ინფორმაციით, დამწვარია ხეები, თუმცა ცეცხლი, ძირითადად, ხმელ ბალახს უკიდია.

ჯონდო მდივნიშვილის თქმით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტრამდე დაუსახლებელი ტერიტორია. მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უცნობია ხაძნრის გამომწვევის მიზეზი.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი