ლაგოდეხში გერმანელი ტურისტი მდინარე ნინოსხევში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მამაკაცის გვამი გურჯაანში ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.