„როსპოტრებნადზორი“ ღვინის რვა კომპანიას რუსეთში ალკოჰოლის შეტანას უკრძალავს
„როსპოტრებნადზორი“ საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლს ამკაცრებს.
ინფორმაციას „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.
„დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხი გაუარესებულია. 2014-2018 წლებში გაზრდილია იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, შესაბამის სტანდარტებს. ვერ აკმაყოფილებენ: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.
„როსპოტრებნადზორის ცნობით, ამ კომპანიების პროდუქტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.