დავით კირკიტაძემ წარდგენილი ბრალი აღიარა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბრალდებულმა დავით კირკიტაძემ წარდგენილი ბრალი აღიარა. სასამართლო პროცესზე პროკურორის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის წაყენებულ ბრალს, კირკიტაძემ უპასუხა, რომ ბრალს აღიარებს.
„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა“, – განაცხადა კირკიტაძემ.
რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას, კირკიტაძემ აღნიშნა, რომ წინასწარი განზრახვის არქონის მიუხედავად, მან პოლიციელს შეურაცხოფა მიაყენა.
“მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი, მე მათ ბოდიშს ვუხდი, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.