ახალი ამბები

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში ფიქსირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში ფიქსირდება.

ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 56,4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად არის 257 ამომრჩეველი. საგარეჯოში სულ 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ახმეტაში კი ამ დროისთვის ამომრჩეველთა 36,4%-მა (444 ამომრჩეველი) დააფიქსირა არჩევანი.