არჩევნებიახალი ამბები

ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ბატკანთან ერთად მივიდა

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24 -ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი ბატკანთან ერთად მივიდა. დანო თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა და ამასთანავე ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა.
თურქოშვილმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩუქრების მიღებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო.

პანკისის ხეობის ხალაწნის თემში მაჟორიტარული ოლქი 5 სოფელს მოიცავს – ზემო, ქვემო და შუა ხალწანს, ასევე დუმასტურსა და ომალოს.

საკრებულოს წევრის მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.