კახეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ახმეტასა და საგარეჯოში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს- აცხადებენ KNEWS.GE-სთან საუბრისას საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
მათი თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებსა და ოლქებში არცერთი საჩივარი არ დაწერილა.
საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში არჩევნები სოფელ უჯარმაში ტარდება. საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ მღებრიშვილი განმარტავს, რომ უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.
,,ამომრჩეველთა ასეთი მაღალი აქტივობა არცერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. რეგისტრირებული 436 ამომრჩევლდან არჩევნებში მონაწილეობა 12 საათისთვის 163-მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია’‘,- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.
შუალედური არჩევნები ტარდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხალაწანისა და ომალოში. მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მინდია იუკურიძე knews.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ დრომდე უბნებზე რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
,,ჩვენი მიზანია საარჩევნო უბანზე იყოს მშვიდი ვითარება და არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ამ დრომდე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბნების გარეთ კი ვინ აღრიცხავს მხარდამჭერებს და რა ხდება ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ”,- განუცხადა knews.ge-ს მინდია იუკურიძემ.