მეცხვარეს ხმა – რა სურთ კახელ მეცხვარეებს
გურჯაანელი მეცხვარე თამაზ შაშიაშვილი დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ საძოვრების ფართობი მუნიციპალიტეტსა და რეგიონში ნელნელა მცირდება, რაც პრობლემას უქმნით.
მისივე თქმით, შემცირებულია ცხვრის რეალიზებაც, რაც განვითარების და ბიზნესის გაფართოვების საშუალებას არ აძლევთ.
,,10 წლის ვიყავი როცა ცხვარი მყავდა და მეცხვარეობას ამ დრომდე მივდევ. ძალიან მიყვარს პირუტყვი, რადგან ეს საქმე ჩემი წინაპრების დაწყებულია. რთული საქმეა ამდენი პირუტყვის მოვლა მაგრამ მე არ მირთულდება რადგან ვიცი მოვლა.
პრობლემაა ის რომ არ გვაქვს საძოვარი, სადაც ვაძოვებთ იმ ადგილას სასტუმრო უნდა აშენდეს და იყიდებაო ეს ადგილი, ამის მერე სად უნდა ვაძოვოთ პირუტყვი არ ვიცით. ახლა მყავს 23 თხა და 120 სული ცხვარი. ადრე მეტი მყავდა, რადგან არაბები შემოდიოდნენ და ყიდულობენ, ახლა აღარ შემოდიან”,– განაცხადა თამაზ შაშიაშვილმა.
ავტორი: ვასილ ბაბუაშვილი