სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა
სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა. თელავის მერის ინფორმაციით, სტიქიამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ზიანი სოფელ ვარდისუბანს, კურდღელაურს, შალაურსა და კისისხევს მიაყენა. შოთა ნარეკლიშვილს ამ ეტაპზე სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია ვენახები, ხეხილის ბაღები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები.
ნიკოლოზ ესიტაშვილი