ახალი ამბები

გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს

გურჯაანში, გარემოს დაცვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი დაჭრეს.

ბესო შუბითიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ თავს.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი