დედოფლისწყაროში მცხოვრები ლაშა ბექაური ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა
დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ლაშა ბექაურმა ძიუდოში, შვეიცარიის ქალაქ უსტერში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექაურამ ფინალურ ეტაპზე თანამემამულე იმედა გოგოლაძე დაამარცხა. კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ასევე მოიპოვეს ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ) და ამირან წიქორიძემ (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) აიღო.
ნიკოლოზ ესიტაშვილი