საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. მისი თქმით, პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
,,ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ფაზა ითვალისიწინებს არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაციას, 2000 კუბური მეტრი მოცულობის ახალი რეზერვუარის მშენებლობასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საგარეჯოში წყალმომარაგების პრობლემას და მოსახლოებას წყალი უწყვეტად მიეწოდება. პირველი ეტაპის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 127 კმ მონაკვეთზე გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაასრულა. მეორე ეტაპის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”,- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
დღევანდელი მდგომარეობით, საგარეჯოს მოსახლეობის 40 %-ს წყალი 24 – საათიანი, უმეტეს ნაწილს კი დღეგამოშვებით, რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდება.