დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის დაკავებული ლიდერი კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნუნუ ნემსვიწერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო.
კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლეს დღეს გირაოს სანაცვლოდ კირკიტაძის გათავისუფლების. კონდახიშვილმა საქართველოს 15 000 მოქალაქის ხელმოწერა, ასევე პარლამენტის 27 წევრის თავდების წერილი წარადგინა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ წინა სხდომაზე დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნაციონალური მოძრაობის დაკავებულ წევრს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კირკიტაძე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი